პური, ძეხვი და პამიდორი დაჭერით კუბიკებად. ყველი გახეხეთ. ჯამში მოათავსეთ კვერცხი რძე, მარილი და პილპილი. ტაფაზე კარაქი გაალღვეთ და დააყარეთ პურის კუბიკები. ურიეთ, სანამ მსუბუქად არ დაიბრაწება. შემდეგ მოაყარეთ პამიდორი და ძეხვი (აღარ მოურიოთ). ბოლოს მოასხით ყვერცხისა და რძის მასა და მოაყარეთ გახეხილი ყველი. ტაფას თავსახური დაახურეთ და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაბალ ტემპერატურაზე გააჩერეთ. გემრიელად მიირთვით!