ვიწყებთ პომიდვრის პიურეს მომზადებას: ცხელ წყალში ჩაყარეთ პომიდვრები და აადუღეთ. როცა მოიხარშება, კანი გააცალეთ და დააბლენდერეთ. ტაფაზე შესაწვავად მოათავსეთ ქათმის ხორცი, დაუმატეთ შავი პილპილი და როცა თეთრი ფერი გახდება, დაუმატეთ ხახვი და ნიორი. გააჩერეთ 4-5 წუთი და დაუმატეთ პომიდვრის პიურე და ორეგანო. კარგად რომ აურევთ, დაუმატეთ მდნარი ყველის ნაჭრები, 2 წუთის შემდეგ კი პასტა და მარილი. დაიმახსოვრეთ, პასტა ამ წვენში უნდა მოიხარშოს. საბოლოოდ, პასტის მოხარშვის შემდეგ ვუმატებთ გახეხილ ყველს, ვურევთ და კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით