ქვაბში მოვათავსოთ წყალი, რძე და კარაქი. დავდგათ საშუალო ცეცხლზე. დუღილს რომ დაიწყებს, დავუმატოთ შაქარი, მარილი და ფქვილი. კარგად ვურიოთ, რომ ფქვილი გაიხსნას. გააგრძელეთ მორევა 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოიტანეთ თასში და რიგრიგობით შეურიეთ კვერცხები. კარგად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა გადაანაწილეთ 2 გამოსაცხობ ფორმაში (22 სმ დიამეტრი) და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-25 წუთის განმავლობაში. ვამზადებთ კრემს: კარგად გააცხელეთ რძე. თასში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, სიმინდის სახამებელი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ცხელი რძე. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ კრემი არ გასქელდება. შემდეგ გადმოდგით, დაუმატეთ ვანილის შაქარი, თავზე გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და გააგრილეთ. მიქსერით ათქვიფეთ კარაქი გათეთრებამდე. ეტაპობრივად დაუმატეთ გაგრილებული კრემი. ააწყვეთ ნამცხვარი: ერთი ფენა ამოიღეთ ფორმიდან, მეორე დატოვეთ ფორმაში და მასზე კრემი გადაანაწილეთ. კრემის ნაწილი მოიტოვეთ და ფორმიდან ამოღებულ ფენასაც წაუსივით. შემდეგ ეს ფენაც მოათავსეთ ფორმაში და შედგით მაცივარში 2-3 საათით. ბოლოს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და გემრიელად მიირთვით!