ორი ნაჭერი პური დაალბეთ წყალში. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ქათმის ფილე და პური. დააყარეთ მარილი გემოვნებით. გახეხეთ ყველი, დაჭერით ხახვი კუბიკებად, სოკო და პამიდორი - სასურველ ფორმებად. გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და გადაანაწილეთ ფარში. ჯერ პიცის სოუსი გადაუსვით ზედაპირს, შემდეგ მოაყარეთ ხახვი, ყველი, სოკო და პამიდორი. ცოტა ყველი თავზეც მოაყარეთ და მწიკვი მარილი მოაფრქვიეთ. გამოაცხვეთ 250 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში.