არაჟანს ნელ-ნელა შეათქვიფეთ მოხარშული შედედებული რძე. სომხური ლავაშის ერთი ფენა დაჭერით 4-5 ტოლ ნაწილად. თითოზე გადაანაწილეთ სასურველი რაოდენობის ალუბალი (თითოზე 8-10 ც) და გადაახვიეთ. ფენებს თავი და ბოლო ჩამოაჭერით. მართკუთხედ ფორმაში ერთ ფენად დაალაგეთ ალუბალგახვეული ლავაშის ფენები, მეორე ფენად - კრემი და ა.შ. ნამცხვარი გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათით. ბოლოს თავსა და გვერდებზე მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!