კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ ერთმანეთისგან. ფქვილი გაცერით. კარაქს რძე დაასხით და გაალღვეთ. ურიეთ, რომ არ მიიწვას. შემდეგ დაუმატეთ ფქვილს და კარგად გახსენით. მიღებულ მასას რიგრიგობით დაუმატეთ კვერცხის გულები. ბოლოს - ვანილი. ცილები 100 გ შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ. ამოყვანილ ბეზეს დაუმატეთ ფქვილიანი მასა და ნაზად ამოურიეთ (ხის კოვზით ან სათქვეფით, მიქსერს ნუ გამოიყენებთ). ფორმას საცხობი ქაღალდი შემოაყოლეთ შიგნიდან, გარედან კი ნახევარი ნაწილი ალუმინის ფოლგით დაფარეთ. ფორმაში გადაიტანეთ მასა. ფორმა მოათავსეთ უფრო დიდ ფორმაში და ჩაასხით იმდენი ცხელი წყალი, რომ ნახევრამდე დაიფაროს პატარა ჭურჭელი. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 50-55 წუთით.