კარტოფილი დაჭერით კუბიკებად და შეწვით ცოტაოდენ ზეთში. კვერცხს დაუმატეთ რძე, მარილი, პილპილი (სურვილისამებრ, პაპრიკაც) და ათქვიფეთ. კარტოფილი რომ შეიწვება, გადაასხით ათქვეფილი კვერცხი. თავზე მოალაგეთ დაჭრილი ყველი და ტაფას თავი დაახურეთ. კვერცხი მომზადდება, ყველი კი სასიამოვნოდ ჩადნება. მომზადებული საუზმე გადმოიტანეთ თეფშზე და კამა მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!