კვერცხის ცილა და გული ერთმანეთისგან გააცალკევეთ. ცილას შეურიეთ დაჭრილი კამა და ათქვიფეთ. კვერცხის გულს შეურიეთ მარილი და პილპილი და დაასხით ტაფაზე. კიდეში მოათავსეთ რამდენიმე ნაჭერი ყველი და რულეტივით გადაახვიეთ. დანარჩენ ადგილას დაასხით ცილა და რამდენიმე წუთში ისიც გადაახვიეთ. სულ ეს არის! გემრიელად მიირთვით!