საშუალო ცეცხლზე შემოდგით ტაფა, დაუმატეთ ზეთი, ძალიან წვრილ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, ხახვის მოზრდილი ნაჭრები, მწიკვი მარილი და 10 წუთის განმავლობაში ურიეთ ხის კოვზით. როცა კარტოფილი შერბილდება, ხის კოვზის "ჩაჭყლიტეთ" კარგად და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ ქურაზე. აიღეთ თასი, ადღვიბეთ კვერცხი, დაუმატეთ მწიკვი მარილი და თასშივე დაუმატეთ ჩვენ მიერ უკვე მომზადებული კარტოფილი. ამ მასის 1/3 მოათავსეთ გაცხელებულ ტაფაზე, ზედაპირზე კარგად გადაანაწილეთ, დაუმატეთ ყველისა და ბეკონის ნაჭრები და ზემოდან კვლავ კარტოფილის მასა. შეწვით დაბალ ცეცხლზე, ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!