შოკოლადი დატეხეთ და გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე. კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ ერთმანეთისგან. ათქვიფეთ ცილა და ამოიყვანეთ ბეზე. შოკოლადში ეტაპობრივად შეურიეთ ჯერ კვერცხის გულები (თითო-თითო ცალად), ბოლოს კი - ცილა. ნაზად ამოურიეთ. საცხობ ფორმაში გამოსაცხობი ქაღალდი დააფინეთ და ნამცხვრის მასა გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთით. გემრიელად მიირთვით!