ჯამში ათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და ფორთოხლის ცედრა. დაუმატეთ რძე და ფორთოხლის წვენი. ფქვილში შეურიეთ გამაფხვიერებელი და სოდა. სველ ინგრედიენტებს დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. კექსის მასა გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთით. გამოდის საოცრად ფაფუკი, არომატული და გემრიელი.