სასურველი ზომის ფორმაში მოათავსეთ სამზარეულოს ცელოფანი. 60 მლ წყალში დაალბეთ ჟელატინი. შაქარს დაუმატეთ 60 მლ წყალი, სურვილისამებრ დაუმატეთ ლიმონის წვენიც და მოამზადეთ სიროფი. დუღილს რომ დაიწყებს, გადმოდგით. ამასობაში ჟელატინი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. დაიწყეთ ჟელატინის ათქვეფა, ნელ-ნელა დაუმატეთ ცხელი სიროფი. დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ თეთრ, ჰაეროვან მასას მიიღებთ. გადაიტანეთ ფორმაში და გააჩერეთ მაცივარში 2-3 საათით. შემდეგ დაჭერით და სურვილისამებრ ამოავლეთ შაქრის ფხვნილში. თუკი თეთრი ფერის ზეფირები არ გსურთ, სასურველი ფერის საჭმელი საღებავი დაუმატეთ და თქვეფა გააგრძელეთ. ასევე, შეგიძლიათ, წყლის ნაცვლად სასურველი ხილის წვენი გამოიყენოთ.