ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ კომბაინში. დაუმატეთ ოხრახუში, მარილი, ყველი, ნაღები, ნიორი და დააქუცმაცეთ. ღორის ხორცის ფარშს დაუმატეთ შვრია, კვერცხი, მარილი, პილპილი და კარგად შეკარით. ცეცხლაგმძლე ფორმაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და ზედ მოათავსეთ ფარშის ბურთულები (სასურველი ზომის). პატარა ჭიქით ჩაპრესეთ შუაში, როგორც ფოტოზეა ჩაჭრილ ადგილას მოათავსეთ ქათმისა და ოხრახუშის მასა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35 წუთით.