ჯამში მოათავსეთ კარაქი, იოგურტი, შაქარი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ (მიქსერით ან ხელის სათქვეფით). ბოლოს დაუმატეთ ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მარილი. უმჯობესია, ფქვილს ნელ-ნელა თუ დაუმატებთ. მოსარევად ჩანგალი გამოიყენეთ, ასე ფქვილი უკეთ გაიხსნება. მომზადებული ცომი ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ ფორმაში გადაიტანეთ და გამოაცხვეთ 150 გრადუსზე 15-20 წუთით. მოამზადეთ ლიმონის შიგთავსი: შედედებულ რძესა და კვერცხს დაუმატეთ 1 ლიმონის ცედრა და ათქვიფეთ. შეათქვიფეთ ფქვილიც. ბოლოს დაუმატეთ ლიმონის წვენიც და ნაზად ამოურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ბისკვიტზე. სურვილისამებრ, თავზე მოაყარეთ გაყინული ჟოლო ან ნებისმიერი კენკრა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთით. გემრიელად მიირთვით!