ნამცხვარი "ზებრა"
ნამცხვარი "ზებრა"
დრო 80წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

"ზებრა" ჩვენი ბავშვობის ყველაზე საყვარელი ნამცხვარია. ალბათ დიდი ხანია აღარც გაგისინჯავთ. გადავწყვიტეთ შეგახსენოთ და რეცეპტიც შემოგთავაზოთ

ინგრედიენტები

  • სოდა - 2/3 ჩ.კ
  • კარაქი - 100 გ
  • არაჟანი - 200 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • შაქარი - 350 გ
  • კვერცხი - 5
  • კაკაო - 2 ს.კ
მომზადების წესები
კარაქი და შაქრის ნაწილი ავთქვიფოთ. დავამატოთ კვერცხები და დარჩენილი შაქარი. შემდეგ დავამატოთ არაჟანი და სოდა. კარგად ავურიოთ. ბოლოს ვამატებთ ფქვილს.
ცომი ორ ნაწილად გავყოთ და ერთს კაკაო შევურიოთ.
ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი. დავასხათ ფორმის ცენტრში 2-3 კოვზი თეთრი ცომი, შემდეგ ამდენივე შავი. ასე გავაგრძელოთ სანამ ცომი გვეყოფა.
გამოვაცხოთ170- 180 გრადუსზე დაახლ. 45-50 წუთი

სურვილის შემთცვევაში, თავზე წავუსვათ გამდნარი შოკოლადი და ნიგოზი მოვაყაროთ
ტეგები:
კექსი კაკაო არაჟანი ფქვილი ნანახია: 109070