ქიშმიში გარეცხეთ და ქაღალის ხელსახოცზე გააშრეთ. მანის ბურღული და არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ ხაჭოც და კვლავ მოურიეთ (კარგი იქნება, ხელის ბლენდერს თუ გამოიყენებთ). კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი და ათქვიფეთ, სანამ კვერცხი კარგად ამოვა და გასქელდება. მანის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი. ბოლოს ჩააყარეთ ქიშმიში და ნაზად ამოურიეთ. გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ საცხობი ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და გადაიტანეთ ნამცხვრის მასა. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთით. გემრიელად მიირთვით!