კვერცხის გული და ცილა განაცალკევეთ. კვერცხის გულს დაუმატეთ რძე და ათქვიფეთ. ცილას დაუმატეთ მწიკვი მარილი და ბეზე ამოიყვანეთ. ცხიმწასმულ ტაფაზე დაასხით კვერცხის გული, შემდეგ მასზევე გადაანაწილეთ ამოყვანილი ცილა და ტაფას თავი დააფარეთ. დაახლოებით, 7 წუთში კვერცხი მომზადდება. გადაიტანეთ თეფშზე, გაყავით ორ ტოლ ნაწილად და ერთი ნაწილი მეორეზე მოათავსეთ. ყველაზე ფუმფულა ომლეტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!