გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსზე. მოწალეთ ისპანახი ცხელ წყალში. ისპანახს შეურიეთ ორი კვერცხი, დაჭრილი ნიორი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და პილპილი საცხობ ქაღალდს წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ მიღებული მასა. გადაანაწილეთ ისე, როგორც ფოტოზეა. გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში და გააგრილეთ. დაჭერით ხახვი და ოხრახუში, გახეხეთ სტაფილო. მსუბუქად მოშუშეთ ხახვი, დაუმატეთ სტაფილო და ოხრახუში და შუშეთ, დაახლოებით, ორი წუთით. დაუმატეთ უცხიმო ყველი, სუნელები და დარჩენილი მარილი (ნახევარი სუფრის კოვზი) და კარგად ამოურიეთ. გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ 1 კვერცხი. კარგად შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს, გადაანაწილეთ ისპანახის ზედაპირზე და გადაახვიეთ რულეტივით. გამოაცხვეთ 25 წუთით 200 გრადუსზე. გააგრილეთ 5–10 წუთით და დაჭერით. გემრიელად მიირთვით!