ხის დაფას მოაყარეთ ცოტა ფქვილი, აიღეთ მზა ფენოვანი ცომი და გააბრტელეთ. მოაყარეთ შაქარი და კარგად გადაანაწილეთ. შემდეგ რამდენიმე ფენად გადაკეცეთ (მარჯვნიდად მარცხნივ, ქვევიდან ზევით), ისევ გააბრტყელეთ, მიეცით მართკუთხედის ფორმა და დაჭერით 8 ტოლ ნაწილად. მზა ნაჭრები გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე, გადაუსვით ცოტა წყალი, მოაყარეთ შაქარი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10 წუთით (ხანგრძლივობა დამოკიდებულია ღუმელზე. თუ არ ეყოფა, დაამატეთ 5-10 წუთი). გემრიელად მიირთვით!