ნიორი დაჭერით და ტაფაზე 1 სკ ზეტში მოთუშეთ. ხახვი დაჭერით და დაუმატეთ ნიორს. სტაფილო გაჭერით გრძივად და შემდეგ - კუბიკებად. ისიც შეურიეთ ხახვსა და ნიორს. წითელი ბულგარული დაჭერით წვრილ კუბებად და დაუმატეთ ბოსტნეულს. სანამ ყველაფერი სრულად მოითუშება, დაამატეთ მარილი გემოვნებით და სასურველი სუნელები (შავი პილპილი, ჩილი, პაპრიკა, ორეგანო...) შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი და კარგად ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ბოსტნეულის ბულიონი და წყალი. ბოლოს დაუმატეთ ერთი დაფნის ფოთოლი და ქვაბს თავი დააფარეთ. 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ლობიო, სიმინდი, ბოლოს კი ქინძი. კიდევ ხუთი წუთი დააყოვნეთ და მზად არის. გემრიელად მიირთვით!