ბრინჯი მოხარშეთ. სტაფილო გაჭერით გრძივად, შემდეგ - კუბიკებად. დაჭერით ბულგარულიც და ერთად მოთუშეთ. მოაყარეთ მარილი და სასურველი სანელებლები (შავი პილპილი, პაპრიკა, ორეგანო...), დაუმატეთ ბრინჯი, ბარდა, სიმინდი, დააყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ამოურიეთ. გემრიელად მიირთვით!