პეპელა ხაჭოთი - სახალისო და გემრიელი ღვეზელი
პეპელა ხაჭოთი - სახალისო და გემრიელი ღვეზელი
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 3 ს.კ ან გემოვნებით
  • ხაჭო - 250 გ
  • გულსართისთვის
  • ზეთი - 5 ს.კ
  • ფქვილი - დაახლოებით 400-450 გ
  • კვერცხი - 1, პატარა ზომის
  • რძე - 250 მლ, გამთბარი
  • მარილი - 1/2 ჩ.კ
  • შაქარი - 2 ს.კ
  • საფუარი - 7 გ
  • ცომისთვის
  • ვანილი
  • კვერცხის ცილა - 1
მომზადების წესები
თასში ყველაფერი ერთად შევურიოთ ფქვილის გარდა. ფქვილი ჯერ 2/3 დავამატოთ, მოვზილოთ და თუ საჭიროა ნელ-ნელა კიდევ ვამატოთ. უნდა მივიღოთ ელასტიური რბილი ცომი. გავაკეთოთ გუნდა, ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და ვაცალოთ აფუება.

ხაჭო, შაქარი, კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ბლენდერში, დავამატოთ ვანილი.

ცომის დიდი ნაწილი გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ ისე რომ პეპელას წააგავდეს.  დარჩენილი ცომისგან გავაკეთოთ ნაწნავი შუა ვერტიკალური ხაზისთვის, ასევე ფრთების კონტურები, საცეცები და სხვა მოსართავი დეტალები სურვილის მიხედვით.
ფრთები ამოვავსოთ კრემით, ზემოდან გავუკეთოთ ცომის დეტალები, რომელიც, სურვილის მიხედვით, სხვადასხვა ჯემით შეგვიძლია შევავსოთ. ფოტოზე ვაშლის ჯემია. ცომს გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლ. 30-35 წუთი.



*ფოტოზე, კრემს შერეული აქვს ყაყაჩოს თესლი, მაგრამ რადგან საქართველოში აკრძალულია, რეცეპტიდან ამოვიღეთ.
ტეგები:
ღვეზელი ცომი ხაჭო კვერცხი ნანახია: 12743