ჯამში მოათავსეთ შვრია, ქოქოსის ფანტელები, ფქვილი, შაქარი, ვანილი, მარილი და ფორთოხლის ცედრა. ყველაფერი კარგად აურიეთ კოვზის გამოყენებით. კარაქს შეურიეთ თაფლი და გაალღვეთ. სოდა გახსენით წყალში და დაუმატეთ თაფლისა და კარაქის მასას. მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. სველი ინგრედიენტები შეურიეთ მშრალ ინგრედიენტებს. ხელით გააკეთეთ პატარა გუნდები და ქაღალდდაფენილ ფორმაზე მოათავსეთ. გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე 9-12 წუთით. გემრიელად მიირთვით!