სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ შაქარი, ზეთი, მარილი, გამაფხვიერებელი, მუსკატის კაკალი და ამოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და კარგად გახსენით. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 30 წუთით. შაქარი, მანის ბურღული და ხილის წვენი გადაიტანეთ ქვაბში და მოათავსეთ ქურაზე. გამუდმებით ურიეთ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ გააგრილეთ კრემი და კარგად გათქვიფეთ. კაკაო, შაქარი, ფქვილი და ზეთი შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ წყალიც და შემოდგით ქურაზე. გამუდმებით ურიეთ გასქელებამდე. ავაწყოთ ნამცხვარი: ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად. თითოეულზე გადაანაწილეთ კრემი, ბოლოს კი მთელი ნამცხვარი გლაზურით დაფარეთ. შეგიძლიათ დაჭრილი ნიგვზით გააფორმოთ. გემრიელად მიირთვით!