ფქვილი გაცერით, დაუმატეთ შაქარი და მარილი. დაუმატეთ კეფირი, სოდა და მოზილეთ ცომი. ცომი გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და 5-10 წუთით დააყოვნეთ. შემდეგ სამ ნაწილად გაყავით, თითოეული გააბრტყელეთ, შიგნით მოათავსეთ გახეხილი ყველი და შეკარით. შემდეგ ტაფის ზომაზე გააბრტყელეთ ხაჭაპური და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში. ხაჭაპური თეფშზე გადაიტანეთ და კარაქი ან ზეთი გადაუსვით. გემრიელად მიირთვით!