კეფირი, გამდნარი კარაქი, არაჟანი, კვერცხი და მარილი კარგად გათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოხარშული კარტოფილი გახეხეთ, შურიეთ მარილი და მოურიეთ, რომ სქელი პიურეს კონსისტენცია მიიღოთ. ცომი გაყავით ორ ტოლ ნაწილად და დააგუნდავეთ. შემდეგ გააბრტყელეთ წრიულად. გადაიტანეთ საცხობ ქაღალდზე და შუაში 10 ჭრა გააკეთეთ (ცენტრიდან გვერდების მიმართულებით გაჭერით ცომის ნახევრამდე). წრიულად მოალაგეთ კარტოფილის პიურე, დაჭრილი ბულგარული წიწაკა (წითელი ან მწვანე), დაჭრილი ოხრახუში და გახეხილი ყველი. ბოლოს სამკუთხედის ტიპის ცომი გადაახვიეთ ცომის გვერდების მიმართულებით, ცომს კვერცხის გული გადაუსვით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით. გემრიელად მიირთვით!