თბილ რძეს დავამატოთ საფუარი, შაქარი და 75 გ ფქვილი. დავაფაროთ თავზე და ვაცალოთ ამოფუება. შემდეგ დავამატოთ დარბილებული კარაქი, კვერცხი, დარჩენილი ფქვილი და მარილი. მოვზილოთ ცომი. დავდგათ 1 საათი ასაფუებლად.ამასობაში კომბოსტო დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ. დავამატოთ დაჭრილი კვერცხი, მარილი, პილპილი და ავურიოთ.ცომი გავაბრტყელოთ ოთხკუთხედად, შუაში სიგრძეზე დავდოთ გულსართი, გვერდები ჩავჭრათ ლენტებად და გადავაწნათ ერთმანეთს ზემოდან.ღვეზელი გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში, დავდგათ 20 წუთი ამოსაფუებლად, შემდეგ გადავუსვათ კვერცხი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი