ერთმანეთს შეურიეთ ქოქოსის ფანტელი, გახეხილი ჯანჯაფილი და დარიჩინი. დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი, გახეხილი სტაფილო, შაქარი, კვერცხის ცილა და მწიკვი მარილი. კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა გუნდები და მოათავსეთ ქაღალდდაფენილ ფორმაზე. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 15-20 წუთით. გემრიელად მიირთვით!