ფქვილით, მარილით, წყლითა და კვერცხით მოზილეთ ცომი. გაახვიეთ ცელოფანში და დააყოვნეთ 20 წუთით. ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ხახვთან ერთად, შეურიეთ სანელებლები. ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით სასურველ ფორმებად (უმჯობესია, კვადრატული ფორმა მისცეთ). თითოეულ ნაჭერში მოათავსეთ ფარში და გადაახვიეთ. კარტოფილი მრგვლად დაჭერით. ტაფაზე მოათავსეთ ზეთი, მოთუშეთ ხახვი, დაამატეთ 1 სკ ტომატპასტა და მოურიეთ. დაამატეთ ცოტა წყალი, გადაიტანეთ კარტოფილი, თავზე მოალაგეთ ხორციანი ბლინები და დაასხით დარჩენილი წყალი. 35-40 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. გემრიელად მიირთვით!