
ხახვი, გახეხილი სტაფილო და კომბოსტო ზეთში მოთუშეთ. დაუმატეთ მარილი გემოვნებით. შიგადაშიგ ამოურიეთ.
თხელი ლავაშის ფირფიტა დაჭერით მართკუთხედის ფორმის ფირფიტებად. თითოეულზე მოათავსეთ ბოსტნეულის შიგთავსი და გადაახვიეთ (მაგალითად, მარცხნიდან მარჯვნივ სამკუთხედის ფორმად, შემდეგ - ქვევიდან ზევით, შემდეგ - მარცხნიდან მარჯვნივ და ა.შ.)
2 კვერცხი ათქვიფეთ, მასში ამოავლეთ შიგთავსიანი ლავაშები და შეწვით ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
კომბოსტოს უგემრიელესი ღვეზელები მზად არის, გემრიელად მიირთვით!