ფქვილი და მარილი შეურიეთ ერთმანეთს, ნელ-ნელა დაუმატეთ წყალი და მოზილეთ ცომი. თავზე გადააფარეთ და დააყოვენთ 30 წუთით. ხახვი, წვანე ხახვი და კამა დაჭერით წვრილად, შეურიეთ ერთმანეთს. ცომი გადაზილეთ და გაყავით 6-7 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული 2-3 მილიმეტრ სისქეზე. გაბრტყელებულ ცომს გადაუსვით გამდნარი კარაქი ან მარგარინი, მოაყარეთ შიგთავსი და გადაკეცეთ (ზევიდან და ქვევიდან), კიდევ გადაუსვით ცხიმი და ამჯერად მარჯვნიდან და მარცხნიდან გადაკეცეთ. გახურებულ ტაფას ცხიმი წაუსვით და გამოაცხვეთ ფხლოვანი ორივე მხრიდან (ტაფას თავი დაახურეთ). გემრიელად მიირთვით!