წყლით, ფქვილით, კვერცხითა და მარილით მოზილეთ ცომი. გადაიტანეთ დაფაზე და გააგრძელეთ ზელვა. შეახვიეთ ცელოფანში და 20-30 წუთით დააყოვნეთ. ცომი გაყავით 9 ნაწილად და რამდენიმე წუთით დააყოვნეთ. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ და გადაუსვით გამდნარი კარაქი. დაჭერით 2 სანტიმეტრი სიგანის ზოლებად. მიღებული ნაჭრები ერთმანეთზე დააწყვეთ და გადაახვიეთ. იგივე გაიმეორეთ ყველა გუნდისთვის. მიღებულ ხვეულებს თავზე გადააფარეთ ცელოფანი და დააყოვნეთ 30 წუთით. შემდეგ გააბრტელეთ ტაფის ზომაზე და შეწვით ცოტა ცხიმში ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!