დაიწყეთ ბლინების მომზადებით. კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილი ათქვიფეთ. დაუმატეთ რძე და წყალი. შემდეგ - კაკაო და კვლავ ათქვიფეთ. შეათქვიფეთ ფქვილიც. ბოლოს კი ზეთი დაუმატეთ. გამოაცხვეთ ბლინები ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. სასურველი ხილი დაჭერით. ჟელატინი წყალში დაალბეთ. არაჟანს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. შემდეგ დაუმატეთ გამდნარი ჟელატინიც და ამოურიეთ. ჭიქაში ჩააფინეთ ბლინი, მოათავსეთ 2-3 სკ კრემი და ხილი. ეს იქნება ბლინის „ტომრები“. ტორტის ფორმაში ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი. შიგნით მოათავსეთ ერთი ბლინი. მოათავსეთ იმ რაოდენობის კრემი, რომ ზედაპირი დაიფაროს. მასში ჩააწყვეთ ბლინის „ტომრები“. თავზე კიდევ მოასხით კრემი, მოაყარეთ ხილი, კვლავ ხილი მოასხით და ბოლოს ბლინი მოათავსეთ. სამზარეულოს ცელოფნით თავიც დაუფარეთ ტორტს და შედგით მაცივარში 4 საათით ან მთელი ღამით. უგემრიელესი შოკოლადის ტორტი მზად არის, გემრიელად მიირთვით!