ხახვი ცოტა ზეთში მოთუშეთ. კვერცხს დაუმატეთ შავი პილპილი და ჩანგლით ათქვიფეთ. დაუმატეთ მოთუშული ხახვი. თევზის კონსერვი გახსენით, თევზის ნაჭრები ამოალაგთ თეფშზე და ჩანგლის გამოყენებით დაშალეთ (აწეწეთ). თევზი შეურიეთ კვერცხს, დაუმატეთ მანის ბურღული და მოურიეთ. მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით. გემრიელად მიირთვით!