33%-იანი ნაღები და შაქრის ფხვნილი ამოიყვანეთ მიქსერით. მასა რომ გამაგრდება და ჯამის გადმოტრილებისას არ გადმოიღვრება, მზადაა. 3 ც ორცხობილა ერთად ჩააწეთ რძეში და მოათავსეთ ფორმაში. გააგრძელეთ ასე, სანამ ზედაპირი მთლიანად არ დაიფარება. ორცხობილაზე ნაღების კრემი გადაანაწილეთ. 10%-იანი ნაღები გაათბეთ, დაუმატეთ კაკაო და გააგრძელეთ ხარშვა, სანამ არ გასქელდება და კაკაო კარგად გაიხსნება. გადაასხით კაკაოს მინანქარი ნაღების კრემს და შედგით მაცივარში ტორტი 1 საათით, რომ კრემი გამაგრდეს. გემრიელად მიირთვით!