ქათმის ფილე, ხახვი და სოკო დაჭერით კუბიკებად. ქათამი გადაიტანეთ ქვაბში და ზეთსა და კარაქში შევით, დაუმატეთ ხახვიც, ცოტა ხანში სოკო და ერთად მოთუშეთ. შემდეგ დაუმატეთ ნაღები და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ გახეხილი ყველის ნახევარი, მარილი, სანელებლები და ამოურიეთ. ბოლოს თავზე მოაყარეთ დარჩენილი ყველი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთით. გემრიელად მიირთვით!