ჯამში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, მარილი, ვანილი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ ზეთი და რძე, ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. გამოსაცხობ ფორმას ცხიმი (კარაქი ან ზეთი) წაუსვით და ცომი გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით. მოამზადეთ კრემი: ჯამში მოათავსეთ ცივი რძე, ნაღების კრემის ფხვნილი და შაქრის ფხვნილი. გასქელებამდე გათქვიფეთ. გამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ და რძით დანამეთ. გადაანაწილეთ კრემი, სანამ ფორმიდან ამოიღებთ და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით. დაჭერით ტორტი და გააფორმეთ კარამელით.