ქათამი დაჭერით კუბიკებად, მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და პაპრიკა. კარგად ამოურიეთ, რომ ყველა ნაჭერზე თანაბრად გადანაწილდეს სანელებლები. კვერცხი ათქვიფეთ ჩანგლით. სიმინდის ბურბუშელა დაფშვენით. ხორცი ჯერ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ - კვერცხში, ბოლოს - ბურბუშელაში და შეწვით ზეთში. მიირთვით არაჟანთან, მაიონეზთან ან კეტჩუპთან ერთად.