ჯამში მოათავსეთ კეფირი, მარილი, სოდა და შაქარი. შეურიეთ გახეხილი ყველიც და ამოურიეთ. შემდეგ ფქვილი დაუმატეთ და მოზილეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად, გრძივად გააბრტყელეთ (ძეხვის ფორმად), გაახვიეთ ცელოფანში და დააყოვნეთ 1 საათით. შემდეგ ცომი მედალიონებად დაჭერით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთით. შეგიძლიათ ეს ყველიანი პურები ჩაისთან ერთად მიირთვათ ან შუაზე გაჭრათ და სასურველი შიგთავსი მოათავსოთ მათში. გემრიელად მიირთვით!