ბიფსტროგანოვი
ბიფსტროგანოვი
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ოხრახუში
  • ტომატ-პასტა - 1-2 ს.კ
  • ფქვილი - 1 ს.კ
  • ზეთი - 3 ს.კ
  • კარაქი - 50 გ
  • არაჟანი - 250 გ
  • ხახვი - 2
  • საქონლის ხორცი, რბილი - 500 გ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხორცი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, 5-7 მმ ფირფიტებად დავჭრათ და დავბეგვოთ. შემდეგ  ზოლებად დავჭრათ. საქონლის ნაცვლად, ღორის ხორცის გამოყენებაც შეიძლება
ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ 30 გ კარაქსა და 2 ს.კ ზეთში. დავამატოთ ფქვილი და ავურიოთ, შემდეგ დავასხათ არაჟანი და ტომატის პასტა, დავამატოთ ცოტა წყალიც, სოუსის სასურველი სისქის მისაღებად და წამოვადუღოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი.

სხვა ტაფაში დარჩენილ კარაქსა და 1 კოვზ ზეთში მოვბრაწოთ ხორცი. შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ, სანამ მომზადდება ბოლომდე.
გადავიტანოთ სოუსიან ტაფაში და წამოვადუღოთ 2-3 წუთი. გემოვნების მიხედვით შეგვიძლია კიდევ დავამატოთ ცოტა არაჟანი, ტომატი ან მარილი და პილპილი. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.

სურვილის მიხედვით, შეგვიძლია დაჭრილი სოკოც დავამატოთ. ამ შემთხვევაში, სოკო ხახვთან ერთად უნდა მოიშუშოს.
გარნირად მოვუმზადოთ კარტოფილი, მაკარონი ან ბრინჯი