ჯამში მოათავსეთ რძე, წყალი, საფუარი, მარილი, შაქარი და ზეთი. კარგად შეურიეთ ერთმანეთს, შემდეგ ფქვილი დაუმატეთ და მკვრივი ცომი მოზილეთ. თავზე გადააფარეთ და 1-2 საათით დააყოვნეთ. ცომი 7 ნაწილად გაყავით და დააგუნდავეთ. გუნდები კარგად გააბტყელეთ, გადაუსვით კარაქი, გადაკეცეთ ჯერ მარცხნიდან ცენტრისკენ და გადაანწილეთ კარაქი, შემდეგ - მარჯვნიდან ცენტრისკენ და კვლავ წაუსვით კარაქი. ბოლოს - ქვევიდან ცენტრისკენ, ზევიდან ცენტრისკენ. უნდა მიიღოთ კვადრატის ფორმის ცომი. შიგთავსის მოსამზადებლად ხაჭო და შაქარი შეურიეთ ერთმანეთს. ცომის კვადრატები გააბრტყელეთ, ოთხივე კუთხეში 1 ჩკ შიგთავსი მოათავსეთ და გადაკეცეთ კუთხიდან ცენტრისკენ. ღვეზელებს თავზე კვერცხში შერეული რძე გადაუსვით (1 ც კვერცხის გული და 1 სკ რძე) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთით. გემრიელად მიირთვით!