თხელი ლავაში დაჭერით მართკუთხედის ფორმებად. პამიდორი და ყველი დაჭერით თხლად. ლავაშის ფენაზე ერთმანეთზე დააწყვეთ თითო-თითო ნაჭერი ყველი და პამიდორი. გადაახვიეთ ლავაში. რძე, კვერცხი, მარილი და პილპილი გათქვიფეთ. შიგ ამოავლეთ ლავაშის რულეტები და შეწვით ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან. მარტივი და გემრიელი წასახემსებელი მზად არის, გემრიელად მიირთვით!