ფქვილს დაუმატეთ საფუარი, მარილი, შაქარი. დაუმატეთ წყალიც და მოზილეთ ცომი. თავზე გადააფარეთ ცელოფანი და დააყოვნეთ თბილ ადგილას 1 ან ნახევარი საათით. მოამზადეთ შიგთავსი: ბრინჯი მოხარშეთ და გადაწურეთ. 1 ან 2 თავი ხახვი წვრილად დაჭერით, დამწნილებული კიტრი გახეხეთ. ტაფაზე ზეთი დაასხით და გადაიტანეთ ხახვი. შემდეგ დაამატეთ კიტრის მწნილიც და მოშუშეთ. ბოლოს დაუმატეთ ბრინჯიც და 3 წუთში გადადგით. ცომი გაყავით სასურველი ზომის გუნდებად, ცოტათი ხელით გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და შეკარით. გამოაცხვეთ ცხიმიან ტაფაზე ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!