ბოსტნეულის სათლელით ფენებად დაჭერით („გათალეთ“) კარტოფილი. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი და სხვა სანელებლები. ცეცხგამძლე ფორმას წაუსვით გამდნარი კარაქი. ერთ ფენად მოალაგეთ კარტოფილი, შემდეგ - სოკო, შემდეგ ისევ კარტოფილი და ა.შ. გამდნარი კარაქი თავზეც მოასხით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთით. გემრიელად მიირთვით!