ბოსტნეულის კექსები ქათმის ხორცით
ბოსტნეულის კექსები ქათმის ხორცით
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ეს ძალიან გემრიელი კექსებია საუზმისთვის ან მსუბუქი ვახშმისთვის

ინგრედიენტები

  • კამა - 1 კონა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ხახვი - 2
  • სტაფილო - 2
  • ყაბაყი - 1
  • ქათმის ფარში - 1 კგ
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი - 2 ს.კ
მომზადების წესები
ხახვი და სტაფილო დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში.
ყაბაყი გავხეხოთ მსხვილად, მწვანილი კი წვრილად დავჭრათ.
შევურიოთ ერთმანეთს ფარში, ბოსტნეული, მწვანილი, მარილი და პილპილი. ავურიოთ. 
გავაკეთოთ პატარა ბურთულები და მაფინების ფორმებში გავანაწილოთ.
ვაცხობთ 200 გრადუსზე, ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთი.
ტეგები:
ქათამი კექსი სტაფილო ყაბაყი ნანახია: 8425