ყველი გახეხეთ. კვერცხი და არაჟანი გათქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ცოტა მარილი. ბოლოს შეურიეთ ყველი. სურვილისამებრ, დაუმატეთ დაჭრილი მწვანე ხახვიც და გადაიტანეთ ცხიმწასმულ ტაფაზე იმ რაოდენობით, რომ ტაფის ზედაპირი დაიფაროს. დააფარეთ ტაფას თავი და დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ. ერთი მხარე რომ შეიწვება, გადაატრიალეთ და მეორე მხარეც შეწვით. ფუმფულა და გემრიელი ხაჭაპური მზად არის! გემრიელად მიირთვით!