ქილაში მოათავსეთ შვრია, რძე, იოგურტი და თაფლი. ქილას თავი დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს შეერიოს. ბოლოს დაუმატეთ სასურველი ხილეული (კენკრა, ბანანი, ვაშლი...) და თხილეული (ნუში, ნიგოზი, თხილი...). ქილა მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით. შვრია რძითა და იოგურტით გაიჟღინთება და დილით სასიამოვნო კონსისტენციის იქნება. გემრიელად მიირთვით!