თასში ერთმანეთს შეურიეთ მაწონი, მარილი და სოდა. ბოლოს დაუმატეთ ფქვილიც და მოზილეთ ცომი (ფქვილი დაუმატეთ ნელ-ნელა, ეტაპობრივად). ცომი გადაიტანეთ ხის ზედაპირზე და გააგრძელეთ ზელვა. გაყავით 6 ტოლ ნაწილად, მიეცით მრგვალი ფორმა და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთით. მზა ბეიგელი შეგიძლიათ ჩაისთან ერთად მიირთვათ ან შუაზე გაჭრათ და სენდვიჩი მოამზადოთ. გემრიელად მიირთვით!