ათქვიფეთ კვერცხი, რძე, არაჟანი, მარილი და წყალი. დაუმატეთ 3 ჭიქა-ნახევარი ფქვილი და მოზილეთ ცომი. როცა ცომი ხელებზე აღარ მოგეკრობათ, მზად არის. თუკი ცომი ძალიან წებოვანია, დარჩენილი ფქვილიც გამოიყენეთ. შემდეგ გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი ან ჩაის ტილო და დაასვენეთ 1-2 საათით. შიგთავსის მოსამზადებლად ხაჭოს ყველი შეურიეთ (სურვილისამებრ და სასურველი რაოდენობით). თუკი ყველი არ გსურთ, მაშინ მწიკვი მარილი დაუმატეთ და ამოურიეთ. ცომი კიდევ ერთხელ გადაზილეთ, გააბრტყელეთ, ამოჭერით მრგვალი ფორმები. ფორმაში მოათავსეთ ხაჭო და მიეცით სასურველი ფორმა. წყალი აადუღეთ, ჩაყარეთ ცოტა მარილი და მოათავსეთ ვარენიკები. დუღილს რომ დაიწყებს, დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ ხარშვა. ვარენიკები შეგიძლიათ მოხარშული მიირთვათ ან ტაფაზე დაბრაწოთ. გემრიელად მიირთვით!