tangzhong - ეს იაპონური ტექნიკა ფუმფულა პურის მთავარი საიდუმლოა. მის მოსამზადებლად ფქვილი, რძე და წყალი ერთმანეთს შეურიეთ და დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ, სანამ არ გასქელდება. მომზადებული მასა პატარა ჯამში გადაიტანეთ, თავზე სამზარეულოს ცელოფანი გადააფარეთ და 1 საათით ოთახის ტემპერატურაზე დააყოვნეთ. ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი, საფუარი. შემდეგ დაუმატეთ რძე, კვერცხი და მომზადებული კრემი (tangzhong). მოზილეთ მკვრივი ცომი. გადაიტანეთ თასში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დააყოვნეთ 40-60 წუთით. ცომი ერთხელ კიდევ გადაზილეთ და გაყავით 7 ტოლ ნაწილად. დააყოვნეთ 15-30 წუთით. გადაიტანეთ ფორმაში, თავზე გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთით. ზედაპირი ყავისფერს რომ მიიღებს, დაუწიეთ ტემპერატურას 100 გრადუსამდე. ყველაზე ფაფუკი და გემრიელი პური მზად არის! გემრიელად მიირთვით!